რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კვლავ ამტკიცებს, რომ სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო შეტევას არ ახორციელებენ. ამის შესახებ მან კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე საუბრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, უკრაინელი სამხედროები ტექნიკას "საცხოვრებელ კვარტლებში" ათავსებენ და მალავენ მათ "ფარდულებში, ბაზრებში".
"ასე უბრალოდ "მინდვრებში" ჩვენთან არავინ ისვრის. როგორც წესი, ეს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივეა", - თქვა პუტინმა.
რუსეთმა სარაკეტო იერიში კრემენჩუგზე 27 ივნისის მიიტანა. დარტყმის შედეგად, რომელმაც სავაჭრო ცენტრ "ამსტორის" ნაწილი დაანგრია და ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 20 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 60-მდე მოქალაქემ დაზიანებები მიიღო.